„ვიმედოვნებ, როდესაც ხალხი დაიწყებს იმაზე ფიქრს თუ სად გაატარონ არდადეგები, ისინი თბილისსა და საქართველოს განიხილავენ ახალ და საინტერესო შესაძლებლობად“, - ქ. ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსული
23-04-2020, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წერილში, რომელიც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარემ და ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა, დერეკ პიკაპმა გაერთიანებ.ულ სამეფოში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას გაუგზავნა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითზე, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დროულად დაკეტა ქვეყნის საზღვრები და დააწესა შეზღუდვები.

 

 

როგორც დერეკ პიკაპი წერს,სწორედ აღნიშნული ქმედებების შედეგია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი და მხოლოდ 5 ლეტალური შემთხვევა.  საპატიო კონსული ასევე ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საელჩოს აქტიურ დახმარებებზე გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 

 


წერილში დერეკ პიკაპი სიამაყით აღნიშნავს ქალაქების- ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილებისა და თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელბას.

 


საპატიო კონსული ასევე საუბრობს საქართველოს განვითარების გზაზე მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე:

 


"ოცდახუთი წლის წინ, როდესაც პირველად ვიმყოფებოდი თბილისში, მისი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნაფლეთებად იყო ქცეული უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებლით, ძალიან დაბალი შემოსავლით და ქვეყნის სამომავლო კურსის არქონით. საქართველო მკვეთრად შეიცვალა მისი დედაქალაქის - თბილისის - თაოსნობით - და ახლა ის სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, ტურიზმი გახდა მისი ეკონომიკური აღორძინების მთავარი ფაქტორი."- წერს საპატიო კონსული.



დერეკ პიკაპი ასევე ულოცავს სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას ამ ურთულეს პერიოდში  და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი