გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.
სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში არაერთი ინოვაციური მიდგომა აღმოაჩინა, მათ შორის კი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰოსპიტალის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციტივას, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს. კორონავირუსის თანმდევი დაავადებების მართვის ჯგუფი თანმდევი დაავადებებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის გართულების პრევენციას ისახავს მიზნად. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს იქნება ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადების მკურნალობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.