ანრი ოხანაშვილი: „ინფორმაცია, თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ტყუილი და დეზინფორმაციაა“
24-04-2020, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

 

ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა.

 

 

„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი