აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა,რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.
ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე, ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.
2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.