დიმიტრი ქუმსიშვილი: საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება
17-09-2015, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მისი უწყება არის ჩართული და აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას.


"მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს ექსპორტის და იმპორტის ბალანსს. ასევე, გვიჩვენებს იმ შემოდინებებს, რომელიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ჩვენს ვალუტაზე, წინა წელთან შედარებით, ზეწოლა შემცირებულია 100-180 მილიონი დოლარით, შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ასევე,  მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი თავის მხრივ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება თავის მხრივ გაატარებენ  ყველა საჭირო ზომას, რომელიც გასატარებელია. მათ შორის -  თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას, რომ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება,  ჩვენ ამის განხილვასაც დავიწყებთ, თუმცა დღეს არსებული პარამეტრებით, ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი