გიორგი გახარია: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც არსებულ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში“
24-04-2020, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში თანხები გადარიცხეს, განსაკუთრებული მადლობა მან ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

 

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახლა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ ეკონომიკური და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.

 

 

„დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ეს გახლავთ ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ჩვენივე მოქალაქეების ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც დღეს მთავრობა დგამს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ ეკონომიკური და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.

 

 

ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ასევე თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია სპეციალურ ფონდს, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა.

რა თქმა უნდა, აქ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართუ“ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა ფინანსურადაც და რა თქმა უნდა მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი