ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და მოიცავს 2 კვირიან ეტაპს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.
მან თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ კომპანიები ვალდებული იქნებიან ახალი რეგულაციებით იმოქმედონ.
ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე და „ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება ან მომდევნო ეტაპზე გადასვლის გადავადება ან პირიქით. 2 კვირა იქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის მხრივ გვექნება“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
„თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს და იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად, ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური, ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს მიმართულებები იქნება ორშაბითან გახსნილი და ნებადართული.
„მეორე ეტაპი, სავარაუდოდ იქნება 2 კვირის შემდგომ, თუმცა ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეპიდემოლოგიური სურათის სრული შეფასებით, ეს იქნება მშენებლობა; მშენებლობაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერსვისები (სრულად); კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება“, თქვა გახარიამ.
მესამე ეტაპი საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზრობა; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.
მე-4 ეტაპი - სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით); ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მე-5 ეტაპი - დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები; ყველა ტიპის რესტორნები; კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით).
გახარიამ აღნიშნა, რომ მე-6 ეტაპი, ყველაზე რთული იქნება და დასძინა, რომ აქ მნიშვნელობა მიენიჭება იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების დინამიკა.
მე-6 ეტაპი - გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).
გახარიას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის აღდგება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.