2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით
24-04-2020, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

 

„მოგეხსენებათ, ისეთი გამოწვევები, ისეთი კრიზისები, რომლებიც გახლავთ გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ თვეში, ორ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში. ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს, გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ დღესვე გვეზრუნა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან, ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველ ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მისი თქმით, პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.

 

 

„ამ მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონრის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად, უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს პენსიის სახით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან, გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გყვავს და ამას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი