გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება.
გახარიამ თქვა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რადგან განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლება ეფექტურად დანერგა. მან აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები ჩვეულებრივ ჩატარდება, თუმცა შესაძლოა გარკვეულ გადავადებას ჰქონდეს ადგილი.
პრემიერმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაზე ცალკე პრეზენტაციის ჩატარება იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.