საარჩევნო ადმინისტრაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის აქციას შეუერთდა
24-04-2020, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს. 

 

 

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში წვლილის შესატანად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადი ფინანსური შემოსავლების (ხელფასის) ნაწილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან  გამომდინარე, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში საკუთარი სურვილით გადარიცხეს.

 

 

StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

 

 

საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სახის დახმარების აქციებს და მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი