რუსეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ რუსთავი-2-ზე მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის პრეზიდენტთან სოჭში დაახლოებით რვაწუთიანი შეხვედრა ჰქონდა, სადაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პუტინს "ძალიან აინტერესებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა ხუბუტიამ.
"მე მას [პუტინს] ვუთხარი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა და სერიოზული პოლიტიკოსია, ხასიათით ცოტათი თქვენ გგავთ-მეთქი, და ამის გაგონება ძალიან ესიამოვნა".
ხუბუტიამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ინტენსიური შეხვედრები აქვს, თუმცა არ გაამჟღავნა ასეთი შეხვედრებისას თუ რა არის მათ შორის საუბრის ძირითადი თემატიკა.
"მე დროგამოშვებით ვხვდები პუტინს, მაგრამ მინდა რომ მას ან პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი შეხვდეს. პირველ შეხვედრაზე არ გადაწყდება არაფერი, არც მავთულხლართების, არც სხვა საკითხები, მაგრამ აუცილებელია რომ კონტაქტი შედგეს", -თქვა ხუბუტიამ.
"პირველ რიგში ვართ თავად ჩვენ მზად ვისაუბროთ აფხაზებთან და ოსებთან? აფხაზეთის პოლიტიკურ ისთებლიშმენტს ჩვენი მოსმენაც კი არ უნდა, ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ეს შეხვედრა, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა ხუბუტიამ საუბრის დასასრულს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.