საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მისივე თქმით, კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა თუ არა.
„რაც შეეხება კომპანიებს. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგალითად 15 მაისს, გამოჩნდება წინა დეკლარაციებთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა სამსახურში თუ არა. ასევე გამოჩნდება, ადამიანი გაუშვა უხელფასო შვებულებაში თუ არა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვესმის, რომ ფორმალური დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ჩვენი დახმარების ხასიათიც არის ექვსთვიანი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.