საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის გაცემული 1 200 დოლარი და საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთის შეთავაზებული 1 200 ლარი მსყიდველობითი უნარის მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა და ეს მაშინ, როცა აშშ-ს შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე მინიმუმ 50-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი.
„ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. სულ ახლახან ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული შემოსავლის ზღვარს აკმაყოფილებს - ერთი იყო 99 000 დოლარამდე, მეორე კი 65 000 დოლარი, რაღაც გრადაცია აქვთ, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთვარია, რომ 1 200 დოლარი ერთჯერადად, რომელიც 100 მილიონ მოქალაქეს ეხება თუ არ მეშლება. ჩვენთან შედარებით, მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების კუთხით გავაკეთოთ პარიტეტი, პრაქტიკულად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. თუ გინდ დავანებოთ თავი ამ ნაწილს, პარიტეტს და ვთქვათ, ისინი 3-ჯერ მეტს იძლევიან დაახლოებით, მხოლოდ 3-ჯერ მდიდრები არიან ჩვენზე? 3-ჯერ მეტი აქვთ ჩვენზე ეკონიმიკა, თუ იოლად არ შეუძლიათ მოპოვება თანხების? - გაცილებით. მინიმუმ 50-ჯერ დიდია 1 სულ მოსახლეზე მათი შემოსავლები, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს იმასთან შედარებით, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს და რა ზომის ეკონომიკა გვაქვს. ან შეიძლება მეორენაირად ვიმსჯელოთ. მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტს ვიძლევით ჩვენ, ამ დახმარებით, ამ პაკეტით, ჯამურად და რა პროცენტს იძლევიან ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნები“, განაცხადა ივანე მაჭავრიანმა ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.