ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სურსათის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი პროდუქტების მომარაგებაში (ტრანსპორტირება) მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ეხმარებიან. ხოლო, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
დღევანდელი მონაცემებით, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა 200-ზე მეტ ოჯახს გაუწიეს სხვადასხვა სახის დახმარება. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნამდე, ჩვეულ რეჟიმში დაეხმარებიან მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.