​ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი: საქართველომ მოახერხა COVID-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენცია, ათასობით მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება და მოსახლოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია
24-04-2020, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრისთვის (Center for European Policy Analysis (CEPA)) მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებებზე ისაუბრა. 

 


მახარობლიშვილის სტატიაში სათაურით “საქართველო და პანდემია -  მზადება უარესისთვის, უკეთესის იმედით!” დეტალურადაა განხილული მთავრობისა და ეპიდემიოლოგიების თანამშრომლობის შედეგად ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ COVID-19-ის ქვეყანაში გავრცელებამდე და მის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები. 

 


სტატიაში საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიისას  მთავრობის მიერ  გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, კერძოდ: ჯანდაცვის ორგანოების მიერ მიღებულ შესაბამის პროტოკოლებს, სიმულაციური მომზადების ჩატარებას, სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალის მობილიზებას; ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობით დაარსებული ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებულ როლზე, ვირუსთან ბრძოლის პროცესში. 

 


აღინიშნა პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს როლი, რომელმაც ეტაპობრივად შეაჩერა პირდაპირი ფრენები მაღალი რისკის ქვეყნებიდან და აეროპორტებში შესაბამისი ზომები დააწესა. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დაავადების პირველი შემთხვევის დადასტურებისთანავე, პრევენციის მიზნით, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, შეიქმნა საკარანტინე ზონები, დაიხურა სათხილამურო კურორტები, განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ჩინეთიდან და იტალიიდან. ასევე, მოხდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების დეცენტრალიზაცია; დაიხურა საზღვრები, მაღაზიები და რესტორნები, რაც საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

 


მინისტრის პირველმა მოადგილემ, თავის სტატიაში, ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ეფექტიან მუშაობას, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით. მისი განცხადებით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა საქართველოს 7000 მოქალაქე დააბრუნეს სამშობლოში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.  

 


მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებისა და ბიზნესის სოლიდარობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი თქმით, ბიზნეს წრეების მაღალმა სოციალურმა პასუხისმგებლობამ, ხელი შეუწყო კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ StopCov-ის ფონდში თანხის აკუმულირებას, რამაც 128 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ადგილობრივმა საწარმოებმა ოპერატიულად შეცვალეს  წარმოების ხაზი და დაიწყეს სახის ნიღბებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დამზადება ქვეყნისთვის.

 


„ჩვენ შევძელით ვისრუსის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილება, ათასობით მოქალაქის რეპატრიაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია და საზოგადოების ნდობის შენარჩუნება,“ - ნათქვამია სატატიაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი