მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე რადაში ხმების საჭირო რაოდენობა სავარაუდოდ არ ექნება - დეპუტატი ირინა ვერეშჩუკი
24-04-2020, 20:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, იმუშაოს მსოფლიოს სავალუტო ფონდთან, ასევე სხვადასხვა სახის რეფორმებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა იმის თქმა, რომ მან შეძლო ჩემი და ფრაქციის დარწმუნება, არ შემიძლია, – განუცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“.

 


უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე დღეს უკრაინის რადაში, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელეს და მიხეილ სააკაშვილის ხედვა მოისმინეს.

 


„შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ჩვენ დავსვით კითხვები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილმა პასუხები გასცა. კითხვები ეხებოდა მის პირველ ნაბიჯებს ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, თუ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, იმუშაოს მსოფლიოს სავალუტო ფონდთან, ასევე სხვადასხვა სახის რეფორმებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა იმის თქმა, რომ მან შეძლო ჩემი და ფრაქციის დარწმუნება, არ შემიძლია“, – განაცხადა დეპუტატმა.

 


ირინა ვერეშჩუკი ფიქრობს, რომ სააკაშვილს ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნება.

 


„ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ფრაქციის ჩატში, ვაწყობთ წინასწარ კენჭისყრას და თუ ამ კენჭისყრაზე გასულ საკითხზე 70% განაცხადებს თანხმობას, ამას მთელი უმრავლესობაც იზიარებს, ფრაქციის შიგნით უმცირესობა ეთანხმება უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ 70 პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს. მე მაგალითად თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ ეს თანამდებობა ახლა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება. შეხვედრაზე ჩვენ ვიკითხეთ, ხომ არ შეუშლიდა მას ამ თანამდებობაზე მუშაობისას ხელს ის, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რადგან იყო უკვე შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ძირითადად უფრო პოლიტიკური საკითხებით იყო დაკავებული, ვიდრე მაგალითად ოდესის ოლქით. მან ამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ შეეცდება იყოს აპოლიტიკური და არ მოახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. მან თქვა, რომ ის ასევე არ აპირებს გავლენა მოახდინოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე, რადგან მისივე თქმით, ხალხი სააკაშვილის პარტიას მხარს ისედაც უჭერს“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი