საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი დაიწყო, სადაც ბრალდებულებს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს თბილსერვისისა და რიყის პარკის გასხვისება ბრალდებათ.
საქალაქო სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარსდგეს გიგი უგულავას ადვოკატი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე მას სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციის დარღვევით პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას თანხლებით არ მოუწევს. ადვოკატი ამბობს, რომ გიგი უგულავა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
რამდენიმე წუთის წინათ საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შეიტანა განცხადება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლებადამცველები სასამართლოსგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განცხადების შესახებ გადაწყვეტილების დროულ მიღებას ითხოვენ. კერძოდ, საუბარია გიგი უგულავას გათავისუფლებაზე. თუმცა გიგი უგულავას ადვოკატები ამბობენ, რომ ამ განცხადებით საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა არ იყო, რადგან კანონი აღნიშნულს არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორის გიგა ძნელაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სასამართლო სხდომასთან არანაირი სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.