ირაკლი კობახიძე: რას მოიმოქმედებდნენ უკრაინელები, იანუკოვიჩი რომ დანიშნულიყო საქართველოს ვიცე-პრემიერად, იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს
25-04-2020, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რას მოიმოქმედებდნენ უკრაინელები, იანუკოვიჩი რომ დანიშნულიყო საქართველოს ვიცე-პრემიერად, იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 


მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ექნება რეაქცია.

 


„ჩვენ რეაქცია ბუნებრივია, აუცილებლად გვექნება, რადგან ასეთი რამ თუ მოხდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება არამეგობრული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან უკრაინის პარლამენტიდან, პირველ რიგში, მმართველი პარტიიდან, ამ პარტიის ფრაქციიდან. ჩვენ გვყავს არაერთი მეგობარი უკრაინის ვერხოვნა რადაში, უკრაინის პარლამენტში და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინელი დეპუტატები მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას.

 


ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში და თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. ამას არ ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვხატოთ ოპტიმიზმი, რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები უკრაინის პარლამენტიდან მიიღებენ აბსოლუტურად რაციონალურ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიტიური განწყობებია.

 


„სწორედ ეს გვიტოვებს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს. ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ და რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთო-ში და ა.შ., მათთან კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი. ისინი ძალიან სწორად აღიქვამენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან, მის პიროვნებასთან და მის საქმიანობასთან საქართველოსა თუ უკრაინაში. ეს არის დღესავით ნათელი, შესაბამისად ეს გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს.

 


ძალიან მარტივად დავსვამ კითხვას, რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე? მათი რეაქცია ბუნებრივია, იქნებოდა აბსოლუტურად იგივე, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავსი ქვეყანას, რაც დააწია სააკაშვილმა საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს პოზიცია უნდა იყოს ბუნებრივია, გასაგები ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. იმ დეპუტატებისთვის, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და საუბარი, ეს რეაქცია არის აბსოლუტურად გასაგები და ისინი ძალიან სწორად აღიქვამენ ამ რეაქციას“, – აღნიშნა კობახიძემ.

 


ამასთან, კითხვაზე, თუკი მაინც დაინიშნება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად, გამოიწვევს თუ არა საქართველო უკრაინიდან ელჩს, კობახიძე აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება მოყვეს კონკრეტული დიპლომატიური რეაქციაც.

 


„მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობას აქვს ისტორიული ფესვები და ხალხებს შორის მეგობრობას და ქვეყნებს შორის მეგობრობას ვერაფერი შეარყევს. თუმცა, ბუნებრივია, ასეთი დანიშვნა უარყოფითად აისახებოდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამას შეიძლება მოყვეს კონკრეტული დიპლომატიური რეაქციაც. და როგორი იქნება ეს რეაქცია, ამაზე საბოლოო ჯამში ბუნებრივია, ხელისფულება მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი