დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„გუშინდელი დილის შემდეგ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, კლინიკებში 323 პაციენტი მკურნალობს. მინდა, გითხრათ, რომ ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარდა ტესტების დიდი რაოდენობა და სწორედ ამან განაპირობა ასეთი შედეგი. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი მაჩვენებელი აღარ იქნება. 25 პაციენტიდან ჩვენთან 4 პაციენტი მოთავსდა, 2 მათგანი მოზარდია. ერთ-ერთს ტემპერატურა აქვს, მეორეს ტემპერატურაც კი არ აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ ახალ პაციენტს, ერთ მათგანს პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მძიმე არაა. სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთის წყაროს მოძიება მიმდინარეობს. კრიტიკული პაციენტები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს. მკურნალობას აგრძელებს 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.