„ჩაჯდეს სააკაშვილი 4 წლით საქართველოს ციხეში და შემდეგ, და არა უადრეს, დაბრუნდეს ჩვენთან ვიცე-პრემიერის პოსტზე“ - უკრაინის რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი
25-04-2020, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ვენეციაში დელფინები დაბრუნდნენ, უკრაინაში კი სააკაშვილი და პირდაპირ ხელისუფლებაში... რატომ ინიშნება საერთაშორისო დამნაშავე ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში? - ამ შეკითხვით მიმართა „როსია 1“-ის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ თანათავმჯდომარეს, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს, რომელმაც პარლამენტში კენჭისყრისას სააკაშვილის მხარდაჭერის წინაპირობა წამოაყენა.

 


„იცით, არ არის საჭირო ასე საუბარი ჩვენს მომავალ ვიცე-პრემიერზე. მე ვეთანხმები იმას, რომ ზელენსკის აქვს უფლება დანიშნოს ის პირი, ვინც მას უნდა და მე მას მხარს დავუჭერ ერთი პირობით, მე ახლა გავგზავნე წერილი ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომ თავდაპირველად მოახდინონ მისი ექსტრადირება საქართველოში, სადაც ქართულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაე, ჩაჯდეს იგი 4 წლით და შემდეგ, და არა უადრეს, დაბრუნდეს ჩვენთან ვიცე-პრემიერის პოსტზე. უფრო ადრე არ შეიძლება. ეს ჩემი აზრია. ვთხოვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ჩვენს მეგობარ საქართველოს გადასცეს ადამიანი, რომელსაც ისინი ითხოვენ“, განაცხადა რაბინოვიჩმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი