ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და FAO-მ საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს
25-04-2020, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს. გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.

 

 

„დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც  Covid-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საჭირო ცვლილებები შეიტანა პროგრამაში, რათა დავხმარებოდით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას  და პირველადი წარმოების ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყვეტ პროგრესს.  

 

 

პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით. გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისეთი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ, როგორებიცაა ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ასევე, სათბურის მოწყობა. ENPARD-ის პროგრამა ინვესტიციების სრული ღირებულების 40-60%-ის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა, მთლიანობაში, 5 მილიონ ლარს აღემატება.

 

 

„ამ გამოწვევების დროს, ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად. FAO-სთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქართველმა ფერმერებმა და მწარმოებლებმა საქმიანობის  გაგრძელება შეუფერხებლად შეძლონ. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადობის შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

 

 

როგორც FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი აცხადებს, რთული გარემოებების მიუხედავად, ფერმერთა და მწარმოებელთა დახმარების პროგრამას FAO და ევროკავშირი შეუფერხებლად გააგრძელებენ.

 

 

„ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების თანადგომა. გაზაფხულია და არ უნდა შეფერხდეს სასოფლო-სამეურნეო პროცესები, მიწის დამუშავება, რათა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ დავუშვათ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა. 

 

 

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი