უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა კილინკაროვმა განაცხადა, რომ ზუსტად იცის რა დავალებით მიდის მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე
25-04-2020, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - უკრაინის მე-5-მე-7 მოწვევების უმაღლესი რადას დეპუტატმა სპირიდონ კილინკაროვმა განაცხადა, რომ ზუსტად იცის რა დავალებით მიდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე.

 

 

როგორც მან „როსია 1“-ის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას თქვა, საკითხი მისი დანიშვნის თაობაზე სავარაუდოდ კალამოისკისთან არის მოლაპარაკებული, თუმცა, როგორც კილინკაროვი პროგნოზირებს, სააკაშვილის ზელენსკისთან გაყრა ისეთივე იქნება, როგორიც პოროშენკოსთან იყო.

 

 

„მე ვფიქრობ მასთან მოილაპარაკეს, რომ მოვიდეს ამ თანამდებობაზე გარკვეული დავალებების შესასრულებლად. ვინ შეიძლება იყოს ეს მომლაპარაკებელი? იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას დუბინსკი, მე ვფიქრობ, რომ მან კალამოისკისთან (შენიშვნა: უკრაინელი ოლიგარქი იგორ კალამოისკი, რომელიც წლების წინათ სააკაშვილთან სასტიკად იყო დაპირისპირებული) მოილაპარაკა. რა დავალება შეიძლება შეასრულოს მან, მე ზუსტად შემიძლია გითხრათ. ეს არ არის შენების დავალება. ეს არის დესტაბილიზაციის, ნგრევის, განადგურების დავალება. უწოდეთ თუ გინდ მას ტერმინატორი, თვითლიკვიდატორი - მაგრამ ის არ იქნება მშენებელი და მენეჯერი. ის, რომ იგი ყველა უწყების საქმიანობაში, ხაზს ვუსვამ, ყველა უწყების, ყველა სამინისტროს საქმიანობაში იქნება ჩარეული, მე ამის ეჭვი არ მაქვს. ის, რომ იგი ვიცე-პრემიერის პოსტზე თავისთვის განსაკუთრებულ პირობებს, განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს მოითხოვს, ამაზეც არანაირი ეჭვი არ მაქვს, რადგან უკრაინაში არ ყოფილა გუბერნატორი, რომელსაც ისეთი ხარისხის უფლებამოსილება ჰქონდა, როგორც მას ეს პოროშენკომ მისცა. ადამიანური მომენტიდან გამომდინარე რომ ვთქვა, მე ვერ ვიტან პოროშენკოს, მეზიზღება იგი, რადგან ის ჩემთვის სამხედრო დამნაშავეა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პოროშენკომ დანიშნა სააკაშვილი, პოროშენკომ მისცა მას ძალაუფლება, პოროშენკომ მისცა მას თავისი თავის რეალიზების საშუალება, თუმცა იგი განუდგა მას და ამის შემდეგ ვიცით რა ქმედებებიც დაიწყო პოროშენკოს წიააღმდეგ, იგივე მოხდება ახლაც“, განაცხადა კილინკაროვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი