[ვიდეო] ნიკა მელია: გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ 1,5 მილიონ ადამიანს უთხრა - „ხვიშტიო“
25-04-2020, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რა ტყუილი არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან. რა ფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდერს და მის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის - დაწყებული 5 მილიონით თითოეულ სოფელს, გაგრძელებული უფასო ფულით და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ის, რაც გუშინ მათ იკადრეს, არ უკადრებიათ გუშინდელ დღემდე არასოდეს - ერთი საკუთარი თავისთვისაც და მეორე, რაც ყველაზე მტკივნეულად არის აღსაქმელი, საზოგადოებისთვის“, ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარასკევს წარდგენილ ანტიკრიზისულ პროგრამას.

 

 

 


„თუმცა სამართლიანობისთვის მინდა ვთქვა, რომ გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ არ მოატყუილა ყველა, არ მოატყუილა ყველა იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი საზოგადოების ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია, სათვალავში არც კი ჩააგდო და შესაბამისად, ვერც კი მოატყუილებდა. ეს არის ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ აკადრა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. და რა არის ის დიდი ტყული, რაც აქამდე მათაც კი არ უკადრებიათ?! გუშინ მთელი ერთი საათის განმავლობაში ბატონი გახარია საუბრობდა, ციფრებზე, პროცენტებზე, რიცხვებზე, შავი გაასაღა თეთრად, პირველი კაცი ბოლოდ, ბოლო პირველად და ა.შ. და თურმე არ ჰქონია ამ ყველაფრის საუბრის საფუძველი - არ ჰქონდათ და არ აქვთ და მინიმუმ ერთი თვე არ ექნებათ, როგორც თავად განაცხადეს, ბიუჯეტი. საგანგებო ბიუჯეტი არ არის. სად არის ის ყბადაღებული 3,5 მილიარდი ლარი, არ არის 3,5 მილიარდი ლარი, არ არსებობს. თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა, მეტი არაფერი.

 


„კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან. ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენ ამოიღეთ, ამოშალეთ, ამოშანთეთ საერთოდ მოსახლეობის რიგებიდან სოფლად მცხოვრები ადამიანები? ანუ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს აღარ თვლით ადამიანებად? სასოფლო დასახლებებში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არც ერთი სიტყვით თქვენ გუშინ არ გიხსენებიათ ისინი, არადა როგორც არასოდეს, ისე სჭირდება სასოფლო დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება და როგორც არასოდეს, დღეს სჭირდება გლეხს შეხიდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანოს. და სად არის აგროვაუჩერები, რომელზეც ოპოზიციაში ყოფნისას საუბრობდით და რა უთხარით გუშინ საზოგადოების მილიონ ნახევარ წარმომადგენელს? არაფერიო - „ხვიშტიო“ ასე უთხარით“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი