[ვიდეო] შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა ხალხს რამდენიმე დღის ხახვის და კარტოფილის ფული გადაუგდო, როგორც კი მოვაცილებთ მას ძალაუფლებას, მისი ჩვენგან მოპარული 20 მილიარდი დოლარი გადანაწილდება თანაბრად საქართველოს ყველა მოქალაქეზე“
25-04-2020, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ხახვის და კარტოფილის გადაგდებული ფულის“ ნაცვლად, ივანიშვილის „ჩვენგან მოპარული 20 მილიარდი დოლარი გადანაწილდება თანაბრად საქართველოს ყველა მოქალაქეზე“.

 

 

 


„შექმნილ ვითარებაში გინდა მგელს შეუჭამიხარ და გინდა მგლისფერ ტურას. უნდა დამთავრდეს ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე, ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა სანიტარული ნორმების დაცვით, ხოლო რამდენიმე თვეში, როგორც კი მოვაცილებთ ივანიშვილს ძალაუფლებას, მისი ჩვენგან მოპარული 20 მილიარდი დოლარი გადანაწილდება თანაბრად საქართველოს ყველა მოქალაქეზე“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ხელისუფლებისაგან საქართველოს თითოეული ოჯახისთვის 1000 ლარის მიცემას მოითხოვდა, და დაამატა, რომ მთავრობამ ხალხს რამდენიმე დღის „ხახვის და კარტოფილის ფული გადაუგდო“.

 

 

(შენიშვნა: 20 მილიარდი აშშ დოლარის საქართველოს 3 400 000 მოქალაქეზე თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულს დაახლოებით 5 900 აშშ დოლარი ერგება).

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი