უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ საქართველო უკრაინიდან ელჩს გაიწვევს, ეს ოფიციალურ თბილისს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის.
„რატომ ნერვიულობენ საქართველოში? ამაზე რეაქცია გაცილებით მშვიდი უნდა ყოფილიყო. ვიღაცა ინიშნება არა პირველ ან მეორე პირად, არამედ ვიცე-პრემიერად. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაური სანახავია, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე ჩვენზე გაცილებით პატარა ქვეყანაში ასეთი რეაქციაა. თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები შეგვექმნა, საქართველოს ეს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. საქართველო აშშ არაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს“, - განაცხადა დავით არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბრისას, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ იტყობინება.
არახამიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მას, როგორც წარმოშობით ქართველს, კარგად ესმის, როგორი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართ თბილისში.
„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვასწავლის, ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ - არა. ეს მცდარი რიტორიკაა. ჩვენ და მოძმე ქართველი ხალხი საერთო ენას გამოვნახავთ“, - აღნიშნა არახამიამ და დასძინა, რომ კარანტინის დაწესებამდე უკრაინა საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებდა და თბილისი ტურისტების ამ სეგმენტის დაკარგვას არ ისურვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.