დავით ბაქრაძის განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს
25-04-2020, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადებები დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

 


მისი თქმით, უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინული ტურიზმი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.

 


„ხელისუფლების ეს განცხადებები პირდაპირ აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. უკრაინა არის ლოკომოტივი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ჩვენ ორივე ვიბრძვით საერთო მტრის წინააღმდეგ, დაუშვებელია ამ ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიული, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გამო, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ ხელისუფლების ამ განცხადებებით გაკეთებული ზიანი დარჩება და დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ხოლო ხელისუფლებასაც და ოპოზიციას ვთხოვო, ნუ გადმოიტანენ უკრაინული შიდა პოლიტიკის საკითხებს ქართული დაპირისპირების თემად, რადგან ამით ზიანდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი