სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ლიკა გვარამიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთ -ერთ ოჯახშია გადაღებული.
ზვიად სიჭინავა რუსულ ენაზე სადღეგრძელოს ამბობს, სადაც ის აფხაზეთს, როგორც ქვეყანას, ხოლო სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქად მოიხსენიებს.
“მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და, ამ ქალაქიდან გამომდინარე, მიყვარს ყველაფერი, რაც მასში შედის. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის (без Сухума) გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მე მიყვარდებოდა, სადაც მე ვცხოვრობდი, სადაც მე „სიფათში“ მომხვედრია, სადაც მე რაღაცის დამტკიცება მიწევდა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა ამ ქვეყნის სადღეგრძელო შევსვა, ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, ცხოვრობს ისე, რომ აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და აქვს თავისი მიზანი, რომლისკენაც ის მიდის. მე აფხაზი მეგობარი მეტი მყავს, ვიდრე ქართველი და ამას ყოველთვის ვამბობდი. გაუმარჯოს თქვენს ქვეყანას! თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, მაშინ მე ამ ქვეყნის ნაწილი ვარ, იმიტომ, რომ მე ამ ქალაქის ნაწილი ვარ, სურს ეს ვინმეს თუ არა“, – ამბობს სადღეგრძელოში სიჭინავა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ლეგენდარული „დინამოელის“ ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა.
ლიკა გვარამიამ, რომელმაც ზვიად სიჭინავას ვიდეო გაავრცელა, ცოტა ხნის წინ ზვიად სიჭინავასთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოზე განთავსებული წარწერით აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეშია გადაღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.