საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა იქნეს ჩატარებული შესაბამისი პროცედურები, რომ გიგი უგულავას უკანონო პატიმრობაში ყოფნა შეწყდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ნორმალურ ქვეყანაში ეს სამართლებრივი პროცედურები ავტომატურ რეჟიმში ჩატარდებოდა და ამხელა აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა.
ალასანია მიიჩნევს, რომ სახეზეა პროკურატურის და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის კოლაფსი.
"საკუთარ არაკომპეტენტურობას და უუნარობას ახლა ფარავენ ახალი დანაშაულით, რომ უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ მოქალაქეს, ეს არის კატასტროფული შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მართლმსაჯულებისთვის. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება პროკურატურას და მმართველ პოლიტიკურ გუნდს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, ძალიან მძიმე საყურებელი და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი იყო ის, რაც განვითარდა უგულავას საქმის ირგვლივ საკონსტიტუციო სასამართლოში.
"საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა იქნეს ჩატარებული შესაბამისი პროცედურები, რომ გიგი უგულავას უკანონო პატიმრობაში ყოფნა შეწყდეს. ამას ვამბობ ადამიანი და მოქალაქე, რომელიც ოპოზიციაში ვედექი იმ ხელისუფლებას, რომელსაც უგულავა წარმოადგენდა. ათასი უსამართლობის მსხვერპლი გახდა ჩემი გუნდიც და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლება სწორედ იმიტომ შევცვალეთ, რომ კანონმა იკანონოს და იყოს ყველასთვის ერთნაირი, მათ შორის ჩვენი ყოფილი ოპონენტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.