დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ინფიცირებულთა შორის „ძალიან ბევრი“ მედპერსონალია.
„თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.