გიგი უგულავამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მიმართა, თუ მოსამართლე არ განიხილავს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, რიყის და "ტლეიმედის" საქმეზე მიმდინარე დღევანდელი სხდომა შეწყდეს. ბრალდებული სხდომის გადადებას მოითხოვს, ვიდრე საქალაქო სასამართლო არ განიხილავს უგულავას ადვოკატების შუამდგომლობას, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უგულავასთვის პატიმრობის შეწყვეტას.
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ დღეს მიფუჩეჩებით არ აპირებს საბოლოო სიტყვის თქმას.
"ახლა ნახეთ, რა დაიწყება საქალაქო სასამართლოში - ერთი პროკურორი ცუდად გახდება, მეორე პანაშვიდზე წავა. პროკურორ გიგა ძნელაძეს მივმართავ - ჩემს ადვოკატს კონდახიშვილს პანაშვიდზე წასვლა რომ დაუწუნე, ახლა თქვენ უნდა იაროთ პანაშვიდებზე და სიმპოზიუმებზე? შევწყვიტოთ დღეს ეს საქმე. ადვოკატი მზად არის დასკვნითი სიტყვისთვის, მაგრამ შემდეგი სხდომისთვის მოგახსენებთ. დღეს არც მე ვაპირებ დასკვნითი სიტყვის თქმას ამ ემოციურ ფონზე", - განაცხადა უგულავამ.
ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა პროკურორი ძნელაძე. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემხებლობაში არ არის ამ საქმესთან და დღევანდელი სხდომა უნდა გაგრძელდეს.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თვითონ ვერ იმსჯელებს, რადგან მის განსახილველ საქმეზე არ აქვს ბრალდებულს პატიმრობა შეფარდებული.
გიგი უგულავა მოსამართლის ამ განცხადებას პროტესტით შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.