26 აპრილს, კორონავირუსით რუსეთის ფედერაციაში, ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსი ბენიამინი გარდაიცვალა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 54 წლის ეპისკოპოსი ბენიამინი რამდენიმე დღის წინათ კურსკის ოლქში, სემაშკოს სახელობის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინა დღით იგი რეანიმაციაში მოათავსეს. მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, რაც კორონავირუსის ინფექციით იყო გამოწვეული.
ეპისკოპოსი ბენიამინი (კარალიოვი) 1965 წლის 26 ოქტომბერს ორიოლის ოლქში, მუშათა ოჯახში დაიბადა. იგი ჩვილი მონათლეს. 1984-1986 წლებში საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1995-1990 წლებში ორიოლის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა. სწავლის პარალელურად საბავშვო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.
1996 წლის ოქტომბერში ქალაქ კურსკში ზნამენსკის მამათა მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა. 2010 წელს კურსკის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 2012 წლის 26 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსად აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.