ზვიად სიჭინავა: ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო
17-09-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ის აფხაზეთს ქვეყნად და სოხუმს მის დედაქალაქდ მოიხსენიებს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოხატავს ვიდეოში მის მიერ გამოთქმული ფრაზების გამო.  


„დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული, რაც მხოლოდ ახლა შევძელით. ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს. მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო.


ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.


რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ, ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა, რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს.

 


პატივისცემით, ზვიად სიჭინავა”,- წერს სიჭინავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი