მარინა ეზუგბაია: „მიზნობრივ კვლევაში ინფიცირების მხოლოდ 25 შემთხვევა დასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია“
27-04-2020, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მასობრივი ტესტირება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევას გულისხმობდა. როდესაც მსგავსი მოცულობით, მიზნობრივ კვლევაში ინფიცირების მხოლოდ 25 შემთხვევა დასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

მისი განმარტებით, სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად სწორია და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 


„ვირუსის შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი,ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს რატომ უჩნდებათ კითხვები, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს, შთაბეჭდილება იქმნება ასეთი, თორემ სინამდვილეში არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. შესაშური სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც დადო ქვეყანამ და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს. ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები ამ სტატისტიკურ მონაცემებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი