თბილისში, კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება
27-04-2020, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. 

 

 

სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი ეტაპობრივად  განხორციელდება და ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული საკომონუკაციო ჭები და სანიაღვრე ქსელი.  

 

 

რეაბილიტაციას, რომელიც სამ კვირაში დასრულდება, კომპანია „გზები და კეთილმოწყობა“ განახორციელებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება. 

 

 

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი 2018 წლის ბოლოს დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ასევე, ჩაუტარდა ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი