კახა კალაძე: „მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადითა და “ბრწყინვალებით” დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე“
27-04-2020, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადითა და “ბრწყინვალებით” დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას და რა საფრთხე დაემუქრება საქართველოს, თუკი ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა  მიეცემა“,- ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ჩართვისას, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება გარკვეულწილად სასარგებლოც კი  იყო. 

 

 

„მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება ძალიან სასარგებლო იყო და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ მის ორგანიზატორებს, რადგანაც დროის გასვლის, ასაკის, ზოგიერთის მხრიდან განზრახ გულმავიწყობის, თუნდაც  “ქართული ოცნების” პროპაგანდის არქონის (იმედია ამას არ მიწყენენ ჩემი თანაგუნდელები),  თუ სხვა ფაქტორების გამო, ჩადენილი დანაშაულები ადამიანებს ავიწყდებათ. მერაბიშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არც ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის წარმომადგენლები ერთი წამითაც არ განიცდიან სინანულს იმ სისასტიკის და იმ არაერთი მოსპობილი სიცოცხლის გამო, გაუბედურებული ოჯახების გამო,  რაც პირადად მათ გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს უკავშირდება, იქნება ეს გირგვლიანის, რობაქიძის საქმე თუ აღარ გავაგრძელებ, სამწუხაროდ უამრავია ასეთი დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ცინიზმის მწვერვალია, რომ გირგვლიანის საქმეზე საუბრისას, რომელშიც მერაბიშვილის ოჯახის წევრიც  ფიგურირებდა და მონაწილეობდა, მისი შეფასებით, გირგვლიანის ოჯახს უბრალოდ დისკომფორტი შეექმნა. გუშინდელ ეთერში მისი მხრიდან ლიკვიდაციაზე, ვითომ წამოცდენა, რეალურად სისტემის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ხოლო მერაბიშვილი და მისი ჯალათები ამ სისტემის ე.წ. ხერხემალი. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ გამოიკვეთა გუშინ კარგად,  ის არის, რომ ქართველ ხალხზე უფრო მეტად არ იძალადეს და მათი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი