27 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ი. ბეგიაშვილის 2020 წლის 7 აპრილის N01/1445 წერილის განხილვა (ქ. ხობის ქუჩების სახელდების თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 24 აპრილის N05/1049 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 24 აპრილის N03/1050 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 27 აპრილის N04/1053 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის - საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2020 წლის 27 აპრილის N05/1055 წერილის განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.