არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სერტიფიცირებული გამომძიებლები და დეტექტივები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლების ონლაინ კურსს გადიან.
აღნიშნული დისტანციური კურსი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის განვითარების ფსიქო-სოციალური ასპექტები, დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური პორტრეტი; ბავშვთან ურთიერთობის სპეციფიკა; არასრულწლოვანთა გამოკითხვის თავისებურებანი, მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, პრაქტიკული სავარჯიშოები და სხვა.
კურსი ხორციელდება ევროპის საბჭოს „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წლამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.