ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად - სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერყეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება, კიევშიც არეული აქვს საქმე, - The National Interest-ი სააკაშვილის ვიცე-პრემიერად წარდგენის ფაქტს ეხმაურება და ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაშია ნათქვამია, რომ სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები.
„თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას? ამის ორი მიზეზი იკვეთება - პირველი, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია, რაიმეთი დაიწეროს ქულები. ის ხალხს დაპირდა უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო. აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია ქვეყანას მართავს. უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება. ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მუღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა. უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალმილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს. აქამდე საერთაშრისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი იჰორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე - პრივატბანკზე - კონტროლი დაიბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა და საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკისთან მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით“ - ნათქვამია სტატიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.