თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება საქართველოში კორონავირუსის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება.
„რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე იყო საუბარი. მინისტრმა გაახმოვანა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება და პირველ რიგში, იმ ადგილებში, მხედველობაში თავშესაფრები მაქვს და სხვა ობიექტები, სადაც ასაკოვანი ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. როგორც შევთანხმდით, ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ და წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება საქართველოში „კოვიდ“ ინფექციასთან კონტროლის და გარდაცვლილთა ძალიან ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.