მერაბ ტურავა: იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე, რომ გადაწყვეტილებაზე დაჩქარებული ტემპით მომეწერა ხელი
17-09-2015, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა ვფიქრობ, იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე, რომ გადაწყვეტილებაზე დაჩქარებული ტემპით მომეწერა ხელი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.


"ბუნებაში არ არსებობს ასეთი გარემოება, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილებაზე ხელის არმოწერის გამო, როდესაც ითხოვს გონივრულ ვადას, ამბობს, რომ სამ დღეში მზად იქნება რომ გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს და განსხვავებული აზრი წარმოადგინოს, ასეთ შემთხვევაში მისთვის ამ დროის არმიცემა კანონიდან გამომდინარე არის მასზე ზეწოლა და მისი იძულება ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ისე, რომ მის შინაარსს არ იცნობდეს. ყველა მოსამართლე ვალდებულია, მხოლოდ მაშინ მოაწეროს ხელი, როცა ის წაიკითხავს და შეისწავლის. თუ დაეთანხმება მაშინ უპრობლემოდ უნდა მოაწეროს ხელი, ხოლო თუ განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მან უნდა დაწეროს დროის მოკლე ვადაში პოზიცია და დაურთოს გადაწყვეტილებას. როგორც განსხვავებულ აზრზე ასევე გადაწყვეტილებაზე უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ არის უფლებამოსილი სასამართლო დანიშნოს საქმის გამოცხადების თარიღი. ბუნებაში არ ხდება ის, რომ ჯერ გადაწყვეტილება მზად არ არის, მასზე მოსამართლეებს ხელი არ აქვთ მოწერილი, არც ის იციან ესა თუ ის მოსამართლე მოაწერს თუ არა ხელს, აქვს თუ არა განსხვავებული აზრი, ისე მოსამართლის დაუკითხავად ადგე და ჟურნალისტებს, მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დრო აცნობო, ეს არის უპატივცემულობა მოსამართლისადმი, სასამართლო ხელისუფლებისადმი. ვფიქრობ, რომ არაეთიკური და დისციპლინის დარღვევა ის კი არ არის რომ სამი დღე მოითხოვოს მოსამართლემ, არამედ, პირიქით, არაეთიკურია, როცა შენს კოლეგას ეუბნები, აიძულებ რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 50 გვერდიანი გადაწყვეტილების ვიზუალური გადახედვით მოაწეროს ხელი", - აღნიშნა მერაბ ტურავამ და დაამატა:


"ალბათ არსებობდა მიზეზი, რომლის გამოც ეჩქარებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება. წინააღმედ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის საქმეები, 2003-2004 წელს შემოსული სარჩელები, რომლებზეც გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. არ ვიცი რატომ იჩქარა სასამართლომ", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი