ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს“,- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით, ამჟამად არც ერთ მათგანთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული კოვიდის გარეშე. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. რაც შეეხება დღეს არსებულ კლინიკურ მდგომარეობას, მინდა, გითხრათ, რომ დადებითი დინამიკაა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ არც ერთ პაციენტთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება. იცით, რომ გვყავდა რვა რეანიმაციის პაციენტი, აქედან ექვსი გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა, ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა, ეს იმით ვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის და იმედია, ეს მალე განხორციელდება“, – განაცხადა რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.