გიორგი ვოლსკიმ უკრაინულ ტელევიზიას უთხრა, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სილის გაწვნა იქნება არა ქართველი, არამედ უკრაინელი ხალხისთვის
29-04-2020, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება უკრაინელი ხალხისთვის და არა – ქართველი ხალხისთვის.

 


ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობასა და წარსულზე უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში „პულსი“ ისაუბრა.

 


ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რა ფორმა ექნება ქართული მხარის პროტესტს, მაგრამ ზუსტად იცის, თუ რა ელოდება უკრაინას აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში.

 


„თქვენ ამით შენელებული მოქმედების ნაღმს დებთ. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. სააკაშვილის დანიშვნა არ იქნება სილის გაწვნა ქართველის ხალხისთვის, ეს იქნება სილა უკრაინელი ხალხისთვის. ეს ადამიანი გასამართლებულია ორი მძიმე დანაშაულისთვის – კორუფციისთვის და საქმე საკმაოდ დიდი თანხის მითვისებასა და ხარჯვას ეხება; მეორე საქმე არის ბანდიტური თავდასხმის ორგანიზება, სპეცდანიშნულების რაზმის, როგორც თავდამსხმელი ჯგუფის გამოყენებით და ადამიანის სასიკვდილოდ ცემა. ამის შედეგად, პარლამენტის წევრს, ვალერი გელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და პრაქტიკულად, შემთხვევით გადარჩა. სააკაშვილის მმართველობის მეთოდებისა, რომელსაც რატომღაც რეფორმატორული ერქვა და ასევე სხვა საკითხების გამო გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და პრემიერ მინისტრის გამოთქმებიც სწორედ ამას შეეხებოდა, რაში სჭირდება უკრაინას და მის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთი ადამიანის ჩართვა, ადამიანის, რომელიც არათუ გასამართლებულია, არამედ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ის პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის მკვლელების დაფარვაში“, – განაცხადა ვოლსკიმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 


მან თქვა, რომ უკრაინის მხრიდან სააკაშვილის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების არათუ მიღება, საკითხის ასე დასმაც კი ეჭვისა და კითხვის ქვეშ აყენებს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობებს.

 


„ხომ არ გააუარესებს ეს ურთიერთობებს და საჭიროა თუ არა სტრატეგიულმა მოკავშირემ, უკრაინამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ამ ყველა ფაქტის მიუხედავად? არ ვსაუბრობ, როგორც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოპონენტი, რომლის სათავეშიც სააკაშვილია დღემდე, ვსაუბრობ ფაქტებზე, რომლებიც უნდა იცოდეს უკრაინის ხელისუფლებამ და ამის მიუხედავად, ასეთი გადაწყვეტილების არათუ მიღება, საკითხის ასე დასმაც კი ეჭვისა და კითხვის ქვეშ აყენებს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

ქართველმა დეპუტატმა უკრაინული ტელეკომპანიის გადაცემაში თბილისიდან პირდაპირი ჩართვისას ასევე თქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის პრინციპები და მეთოდები გეგმაზომიერ ქმედებებს არ ემყარება, რადგან მას შეუძლია, რაღაც გააკეთოს, იმოქმედოს სიტუაციაზე, თუ მას ხელთ მთელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მას ადამიანებთან ერთად მუშაობა პრაქტიკულად არ შეუძლია.

 


„მან საქართველოში ასე დაიმორჩილა ყველაფერი. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებისგან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ დაუმორჩილებელ მოქალაქეებს აპატიმრებდნენ, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სახელმწიფოსთვის მათი საკუთრების გადაცემაზე და ამას ერქვა კორუფციასთან ბრძოლა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აინტერესებს რეფორმები, ჩამოვიდნენ, ან ჩვენ ჩამოვალთ და კარგ მაგალითებზე ვაჩვენებთ, რა შეიძლება გაკეთდეს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, მაგალითები, რომელთა გაცნობა და ნახვა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 


„ქართული ოცნების“ დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ელჩებისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებზეც ისაუბრა.

 

 


„დღეს, თქვენი გადაცემის სტუმარი რომ არ ვყოფილიყავი და ამ თემებზე კომენტარი რომ არ გამეკეთებინა, ჩემს გარეშეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, ესაუბროთ ვალერი გელაშვილს, ნახოთ, არა მარტო მისი, არამედ იმ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც დაცხრილეს, როგორც სააკაშვილი ამბობდა, წესრიგის დასამყარებლად. ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით და მაგალითისთვის მოგიყვანთ აგვისტოს ომს. ამ ომში ჩვენმა მეომრებმა გმირობის მაგალითები აჩვენეს, თავდამსხმელი აგრესორების დიდი ნაწილი გაანადგურეს. 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო ამ შეიარაღებულ აგრესიაში. მან არათუ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ივლისში შეეძლო, არამედ, რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით და საერთოდაც, „სამხრეთ ოსეთი ის მორყეული კბილია, რომელიც შეიძლება, მოიძრო“, ვციტირებ. არის ციტატები, არის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად იყო შედგენილი. მან ყველაფერი გადახაზა. გაეცანით, რას წერს კონდოლიზა რაისი, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ან მოუსმინეთ ამერიკის ელჩებს, ვინც მაშინ საქართველოში მუშაობდნენ, მოუსმინეთ მაილსს, ან სხვა მაღალჩინოსნებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 3
#3  ნინა
      
ვოლსკი სუნიანო რუსო აყროლებულო,უკრაინის ტელევიზია ამას როგორ ალაპარაკებთ!
30 აპრილი 2020 14:12
#2   paata
      
ციტატა: მერაბ
ვოლსკი ცუდათ ახსენებს ადამიანს რომელმაც ხელახლა შექმნა ქართული სახელმწიფო, ააშენა ახალი ქალაქები, გაზარდა ბიუჯეტი (რასაც ართმევდა უღირს ბიზნესმენებს, ჯიბეში კი არ იდებდა, ბიუჯეტს ავსებდა) გაზარდა პენსიები 8 ლარიდან 160 ლარამდე, ააშენა დევნილებისთვის ქალაქები. სააკაშვილი არის თანამედროვეობის უდიდესი რეფორმატორი! ჯობდა ვოლსკის ელაპარაკა თვითონ რა გააკეთა მათი 8 წლის ყოფნის პერიოდში! არაფერი. გააღატაკეს ხალხი, მოშალესსახელმწიფო ყველა ინსტიტუტები, გაზარდეს კრიმინალი და მას არა აქვს უფლება ილაპარაკოს ამ ტონით!!!

მიშა ცალ ცალი კალოშით მოვიდა პოლიტიკაში, რუსული ნივით დადიოდნენ ეგ და სანდრა დოლძეზე, რმმენიმე წელი პრეზიდენტობა საკმარისი აღმოჩნდა მილიარდები რომ ეშოვა. აბა შეხედეთ ამერიკასთან მოჭიდავე ირანის ყოფილ პრეზდენტს ფეხით რომ დადის, ამისთანა გაღლეტილ ქვეყანაში რაიხსტაგის და თეთრი სახლის ხელა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა დაიწყო და მილიარდამდე ლარი მიაფშვნა, მაშინ როცა სავადმყოფოებში უფულობის გამო ვერ მკურნალობდნენ ან თუ მკურნალობდნენ დაგვინებით და სახკ კარის გაყიდვა უწევდათ. საქართველოდა შეტანილი 11 საქმე განიხილეს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლამდე და ყველა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყდა. ქართული ოცნების მართველობის პერიოდში არცერთი.აღმოსავლეთ ევროპაში ნაყიდი ძველი რუსული ტანკებით დაუწყო ომი რუსეთს, ამ დროს მთელი ქართული არმიის შეიარაღება ერთი რუსული მოტო მსროლელი დივიზიის ტოლოც არ იყო, საქართველოში კი 2 სრულყოფილი დივიზია შემოვიდა.ერთი ისრსელში ნაყიდი საზენიტო დანადგარს რაკეტები გამოელია და დავრჩით ციდან აბსოლიტურად დაუცველები. საბზოლო მასალა და არტირელია რუსული იყიდა, რამდენ ხანს ეყოფოდა ტყვია წამალი?
29 აპრილი 2020 15:17
#1   მერაბ
      
ვოლსკი ცუდათ ახსენებს ადამიანს რომელმაც ხელახლა შექმნა ქართული სახელმწიფო, ააშენა ახალი ქალაქები, გაზარდა ბიუჯეტი (რასაც ართმევდა უღირს ბიზნესმენებს, ჯიბეში კი არ იდებდა, ბიუჯეტს ავსებდა) გაზარდა პენსიები 8 ლარიდან 160 ლარამდე, ააშენა დევნილებისთვის ქალაქები. სააკაშვილი არის თანამედროვეობის უდიდესი რეფორმატორი! ჯობდა ვოლსკის ელაპარაკა თვითონ რა გააკეთა მათი 8 წლის ყოფნის პერიოდში! არაფერი. გააღატაკეს ხალხი, მოშალესსახელმწიფო ყველა ინსტიტუტები, გაზარდეს კრიმინალი და მას არა აქვს უფლება ილაპარაკოს ამ ტონით!!!
29 აპრილი 2020 08:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი