„2008 წლის 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო შეიარაღებულ აგრესიაში, იგი ივლისში იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით“
29-04-2020, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უკრაინული ტელეკომპანია „112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში „პულსი“ თბილისიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობის პრინციპები და მეთოდები გეგმაზომიერ ქმედებებს არ ემყარება, რადგან მას შეუძლია, რაღაც გააკეთოს, იმოქმედოს სიტუაციაზე, თუ მას ხელთ მთელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მას ადამიანებთან ერთად მუშაობა პრაქტიკულად არ შეუძლია.

 


„მან საქართველოში ასე დაიმორჩილა ყველაფერი. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებისგან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ დაუმორჩილებელ მოქალაქეებს აპატიმრებდნენ, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სახელმწიფოსთვის მათი საკუთრების გადაცემაზე და ამას ერქვა კორუფციასთან ბრძოლა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აინტერესებს რეფორმები, ჩამოვიდნენ, ან ჩვენ ჩამოვალთ და კარგ მაგალითებზე ვაჩვენებთ, რა შეიძლება გაკეთდეს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, მაგალითები, რომელთა გაცნობა და ნახვა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ელჩებისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებზეც ისაუბრა.

 


„დღეს, თქვენი გადაცემის სტუმარი რომ არ ვყოფილიყავი და ამ თემებზე კომენტარი რომ არ გამეკეთებინა, ჩემს გარეშეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, ესაუბროთ ვალერი გელაშვილს, ნახოთ, არა მარტო მისი, არამედ იმ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც დაცხრილეს, როგორც სააკაშვილი ამბობდა, წესრიგის დასამყარებლად. ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით და მაგალითისთვის მოგიყვანთ აგვისტოს ომს. ამ ომში ჩვენმა მეომრებმა გმირობის მაგალითები აჩვენეს, თავდამსხმელი აგრესორების დიდი ნაწილი გაანადგურეს. 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო ამ შეიარაღებულ აგრესიაში. მან არათუ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ივლისში შეეძლო, არამედ, რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით და საერთოდაც, „სამხრეთ ოსეთი ის მორყეული კბილია, რომელიც შეიძლება, მოიძრო“, ვციტირებ. არის ციტატები, არის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად იყო შედგენილი. მან ყველაფერი გადახაზა. გაეცანით, რას წერს კონდოლიზა რაისი, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ან მოუსმინეთ ამერიკის ელჩებს, ვინც მაშინ საქართველოში მუშაობდნენ, მოუსმინეთ მაილსს, ან სხვა მაღალჩინოსნებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი