ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „კარგია“ უკრაინიდან მიღებული „დადებითი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილი „ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება“
29-04-2020, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „კარგია“ უკრაინიდან წამოსული „დადებითი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილი „ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება“, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია.

 

 

„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით წამოვიდა, არის დადებითი. კერძოდ, იმ განცხადებებს ვგულისხმობთ, რომელიც გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას. ასევე იყო ინფორმაცია, რომ ის ვიცე-პრემიერად უკვე აღარ განიხილება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და დიდი იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მან თქვა, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „უკრაინის ხელისუფლებიდან კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია შედგა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი