„პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს: თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გიგი უგულავას დამნაშავედ მიიჩნევს
17-09-2015, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ -მ საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომლითაც გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, თბილისის მასშტაბით  სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

 
„პოზიციამ“  შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეებს ერთადერთი შეკითხვით მიმართა:  „თქვენი აზრით, დამნაშავეა თუ არა გიორგი უგულავა?“ - რაზეც მოსახლეობის უმრავლესობამ უპასუხა რომ, უგულავა დამნაშავეა.


შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62,5% (534 ადამიანი) თვლის, რომ გიგი უგულავა არის დამნაშავე, 18,7% (160 ადამიანი) თვლის რომ უდანაშაულოა, 13,3% (114 ადამიანი) ამბობს რომ არ იცის, ხოლო 5.4%-ს (46 ადამიანი) უჭირს პასუხის გაცემა.


გამოკითხვა ჩატარდა შევთხვევითი შერჩევის პრინციპით და გამოიკითხა 854 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვისათვის ორგანიზაციამ ისარგებლა თბილისში რეგისტრირებული სტაციონალური სატელეფონო ნომრების ბაზით (სატელეფონო ცნობარი). გამოკითხვა ჩატარდა 16 სექტემბერს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი