გაეროს გამაფრთხილებელი განცხადება: მსოფლიოს მუშახელის ნახევარზე მეტი - 1.5 მილიარდი - საფრთხეშია, რომ აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები
29-04-2020, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - მსოფლიოს მთლიანი მუშახელის ნახევარზე მეტი - 1.5 მილიარდზე მეტი - საფრთხეშია, რომ პანდეემის შედეგად აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები, იტყობინება BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო შრომის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

 

 


მსოფლიოში 3.1 მილიონი ადამიანია უკვე ინფიცირებული ახალი კორონავირუსით -„კოვიდ-19“-ით, რომელმაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში იფეთქა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის 220 000-ს აღწევს.

 


მსოფლიო შრომის ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებიც არაოფიციალურად არიან დასაქმებულები ისეთ სექტორებში, როგორიცაა საცალო, სამრეწველო-გადამამუშავებელი სექტორებ და მომსახურებების ინდუსტრია.

 


BBC-ის ცნობით, პანდემიის პირველ თვეში უკვე, არაოფიციალურად დასაქმებული 2 მილიარდი ადამიანის ხელფასები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 60%-ით დაეცა.

 

 

„მილიონობით მუშისთვის, უხელფასობა ნიშნავს საკვების გარეშე ყოფნას, უსაფრთხოების და მომავლის გარეშე ყოფნას. მთელ მსოფლიოში მილიონობით ბიზნესი ძლივს სუნთქავს. მათ არ აქვთ დანაზოგები ან კრედიტზე ხელმისაწვდომობა... თუკი ჩვენ არ დავეხმარებით მათ ახლა, ისინი შეიძლება უბრალოდ გაუჩინარდნენ“, განაცხადა მსოფლიო შრომის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გაი რადერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი