ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, საღამოს 18:00-მდე შეუძლიათ.
2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში დღეის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ ცენტრი განაგრძობს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00-იდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.