ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს.
საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით - 2017 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით 74 ქულიდან გაზრდილია 82 ქულამდე. ასევე, გაუმჯობესება ფიქსირდება მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებითაც.
ჯამურად „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველომ 100-დან 81 ქულა მიიღო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმის მიმართულებით, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით. 2020 წლიდან უკვე ამუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი https://ebtps.mof.ge/, რომლის შედეგებიც ღია ბიუჯეტის კვლევაში ჯერ არ ასახულა.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება არასამთავრობო სექტორის მიერ - საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში ჩართულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.