თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურების ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი, თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიამ სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო, საიდანაც ვირუსი 16 შემთხვევაში დადასტურდა.
„ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ცნობილი კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, აქედან 100-ზე მეტია მჭიდრო კონტაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.