თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ
30-04-2020, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.

 


თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები შეემატნენ. დასავლეთის სარდალს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ჭიჭინაძესა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ.

 

 

თავდაცვის ძალებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი მათიაშვილს. ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალ-მაიორი გახდა.
თავდაცვის უწყების რეფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიიღო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი